შეხვედრა პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შეფასების მიზნით
22 აპრილი 2025
2025 წლის 22 აპრილს, ბნუ-ში ფაკულტეტების დეკანებისა და პროგრამების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობისა და შემადგენლობის შეფასების მიზნით.
შეხვედრებზე განხილული იყო სტუდენტთა არსებული და პოტენციური რაოდენობის გათვალისწინებით აკადემიური და მოწვეული პერსონალის საჭიროებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამიზნე ნიშნულებთან შესაბამისობის შეფასებას. შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა შესაბამისი დასკვნები.
აღნიშნული პრაქტიკა უზრუნველყოფს პერსონალის დაგეგმვის სისტემურობას.
