სიახლეები უკან

შეხვედრა საკრუინგო კომპანია YCrewing-თან

3 აგვისტო 2025

2025 წლის 1-ელ აგვისტოს, ბნუ-ს მენეჯმენტსა და საკრუინგო კომპანია YCrewing-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ბნუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა-კანცლერმა, რექტორის მოადგილემ აკადემიური მიმართულებით და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის მენეჯერმა კომპანიის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.