შეხვედრა საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებთან
27 დეკემბერი 2011
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს საზღვაო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამებს როგორც პროფესიულ, ასევე უმაღლეს აკადემიურ დონეზე. ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია როგორც კურსდამთავრებულების მომზადების დონის, ასევე მათ დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ამ მიზნით, საქართველოს საკრუინგო კომპანიებს დაურიგდათ კითხვარები, სადაც აქცენტი გაკეთდა სწორედ იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებთ მომავალ მეზღვაურებს და ასევე არანაკლებ აქტუალურია საკრუინგო კომპანიების წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისითაც.
