შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტთან

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო არტისტს ლეო ანთაძეს უმასპინძლეს. ლეგენდარულმა მსახიობმა ბნსუ-სა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტებს ვაჟა ფშაველას შემოქმედება წარუდგინა. წაიკითხა ნაწყვეტი ნაწარმოებიდან „ბახტრიონი“, ასევე ანა კალანდაძის ლექსები და ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“.
საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ღონისძიების დასრულების შემდეგ თქვა, რომ შეხვედრები მოსწავლეებთან და ახალგაზრდებთან ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს.
მარჯანიშვილის და რუსთავის თეატრების მოღვაწის მიერ შესრულებულ როლებს შორის განსაკუთრებულია ზურიკო, ნოდარ დუმბაძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონიდან, ზურია -რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხიდან“ , ასევე სხვა კინოროლებიდან - „ყვავილი თოვლზე“, „გაქცევა გამთენიისას“, „დათა თუთაშხია“.
ლეო ანთაძეს 1961 წელს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის , ხოლო 1979 წელს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

