სიახლეები უკან

შეხვედრა შორეული ნაოსნობის კაპიტნებთან

17 ივნისი 2024

2024 წლის 17 ივნისს, შორეული ნაოსნობის გამოჩენილმა კაპიტნებმა, მამუკა ტყეშელაშვილმა და რამაზ სალაძემ, ბნსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს, სადაც დამსწრეებს კარიერული განვითარების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

მომხსენებლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიებში გასაუბრების პროცესისა და მოსამზადებელი დოკუმენტაციის შესახებ. ასევე, გემზე მუშაობასა და დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სტუდენტების კითხვებსაც უპასუხეს.

მამუკა ტყეშელაშვილი და რამაზ სალაძე, ბნსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,საზღვაო ნავიგაციის" განმახორციელებელი - მოწვეული სპეციალისტები არიან.