სიახლეები უკან

შეხვედრა სკოლის მოწავლეებთან

15 თებერვალი 2019

 

 

 shex1klas.jpg

რატომ უნდა აირჩიონ მეზღვაურის პროფესია და რა უპირატესობები აქვს სფეროს? დარგის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნათია მიქელთაძე და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის გამგე ნაირა ტაბიძე ახალგაზრდებს რამდენიმე მიმართულებით ესაუბრნენ. კითხვები დარგში არსებულ პრობლემებსა და სირთულეებს შეეხებოდა. ბნსუ მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.

შეხვედრასთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.