შეხვედრა სტუდენტებთან „გემის მექანიკის“ საბაკალავრო პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით
2026 წლის 18 მარტს, „გემის მექანიკის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, რომელიც პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ქართულენოვანი პროგრამის განახლებული სტრუქტურის, სასწავლო კომპონენტების, სწავლების ორგანიზების თავისებურებებისა და განსაზღვრული სწავლის შედეგების შესახებ. ასევე განხილულ იქნა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი სხვა თემები.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება პროგრამის ცვლილებების შესახებ, მათი აქტიური ჩართულობის გაძლიერება სასწავლო პროცესში და პროგრამის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.
