სიახლეები უკან

შეხვედრა სტუდენტებთან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამასთან („გემის მექანიკა“) დაკავშირებით

12 მარტი 2026

2026 წლის 12 მარტს, „გემის მექანიკის“ პროგრამის ხელმძღვანელმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი პროგრამის სტრუქტურის, სასწავლო კომპონენტების, სწავლების ორგანიზების თავისებურებებისა და პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სწავლის შედეგების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი სხვა თემები.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება პროგრამის თავისებურებების შესახებ, მათი ჩართულობის გაძლიერება სასწავლო პროცესში და პროგრამის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.