სიახლეები უკან

შეხვედრა სტუდენტებთან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამასთან („საზღვაო ნავიგაცია“ - ინგლისურენოვანი) დაკავშირებით

5 მარტი 2026

2026 წლის 5 მარტს, „საზღვაო ნავიგაციის“ პროგრამის ხელმძღვანელმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ინგლისურენოვანი პროგრამის სტრუქტურის, სასწავლო კომპონენტების, სწავლების ორგანიზების თავისებურებებისა და პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სწავლის შედეგების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი სხვა თემები.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება პროგრამის თავისებურებების შესახებ, მათი ჩართულობის გაძლიერება სასწავლო პროცესში და პროგრამის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.