სიახლეები უკან

შეხვედრა უკრაინული უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

6 ივნისი 2019

61775907_2729823470361556_3616679831250403328_o.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი ეწვია. შეხვედრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

სტუმარს ბნსუ-ს რექტორმა პარმენ ხვედელიძემ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააცნო.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ადმირალ მაკაროვის სახელობის გემთმშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტთან უკვე 6 წელია თანამშრომლობს.