სიახლეები უკან

შეხვედრა უსაფრთხო მიგრაციის თემაზე

22 თებერვალი 2019

 

52557706_877281802602750_3770372628892614656_n.jpg

როგორ უნდა აიცილონ თავიდან ტრეფიკინგი და რა უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხო მიგრაციისთვის?- თემასთან დაკავშირებით დღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. ლექცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა წაიკითხა.

მომავალმა მეზღვაურებმა მიიღეს ინფორმაცია და აიმაღლეს ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეები და რისკები შეიძლება ახლავდეს საზღვარგარეთ მოგზაურობას და მუშაობას.

უვიზო მიმოსვლა, საზღვარგარეთ თავშესაფრის პოვნა და შრომითი მიგრაცია - კურსანტებმა ამ მიმართულებით თეორიული ცოდნა მიიღეს და პრაქტიკული აქტივობები განახორციელეს.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მეზღვაურებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დარგი საზღვრის კვეთასთან პირდაპირ კავშირშია. ლალი ხვედელიძის თქმით, მომავალი მეზღვაურები ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით ყველა საჭირო ინფორმაციას უნდა ფლობდნენ.

IOM - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მსგავსი ტიპის შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტთან პერმანენტულად მართავს.

თემასთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.