შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი
22 მაისი 2019

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს პოლონეთის შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ეწვია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნავიგაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს ბნსუ-ს რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პროფესორ ზბიგნევ შოზდასთან განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელეთა გაცვლის საკითხები.
სტუმარმა დაათვალიერა ბნსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

