შიდასაუნივერსიტეტო ტრეინინგი ,,ხარისიხის უზრუნველყოფის მექანიზმები ბნსუ-ში".

2018 წლის 29 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ორგანიზებული ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნათია მიქელთაძემ წარუდგინა პერსონალსა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხარისხის ძირითადი დოკუმენტები, ხარისხის მართვის და უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი პრინციპები და მექანიზმები. ნ. მიქელთაძემ, ISO-ს ხარისხის მენეჯერმა ბნსუ-ში ოთარ ცინცაძემ და ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ხარისხის კოორდინატორმა ეკატერინე ჩიქოვანმა აუხსნეს ტრეინინგის მონაწილეებს ხუს-ის მუშაობის კოორდინაციის ძირითადი მომენტები, დააზუსტეს თითოეული მიმართულების კომპეტენციის სფეროები და ვალდებულებები. ტრეინინგზე, ასევე, წარდგენილ იქნა ბნსუ-ს ხუს-ის მიერ მონიტორინგისა და თვითშეფასების მიზნით შემუშავებული 15 კითხვარი.

