სიახლეები უკან

შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი მინი- ფეხბურთში

5 ნოემბერი 2018

 

 

mini_fex2018_5.jpg

დასრულდა შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ექვსი გუნდი . ტურნირი ოლიმპიური სისტემით წარიმართა. მოთამაშეებს მრავლად ყავდა ერთგული გულშემატკივარი მთელი ტურნირის მსვლელობისას. მათი შეძახილები და ოვაციები ამხნევებდა და ხალისს მატებდა მოთამაშეებს. ფინალი კი განსაკუთრებით აზარტული გახლდათ. საბოლოო გამარჯვება წილად ხვდა გუნდ ,,შტურმანებს" . (პირველი კურსი) . ტურნირში გამარჯვებული გუნდი სხვადასვა სახის საჩუქრებით და საუნივერსიტეტო თასით დაჯილდოვდება.