სიახლეები უკან

სიახლე ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში 18.02.2020

19 თებერვალი 2020

 

books-521812297.jpg

მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან უნივერსიტეტმა განაახლა ხელშეკრულება საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმთან, რომლის საფუძველზეც ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზების ჩამონათვალს დაემატა ახალი ელექრონული რესურსები: მათემატიკისა და ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, კერძოდ: msp.org და openedition.org

msp.org -მათემატიკური სამეცნიერო ჟურნალების ბაზა, სადაც თავმოყრილია მათემატიკის ყველა მიმართულება. ყოველწლიურად ემატება 17 000 - ზე მეტი სამეცნიერო სტატის და ხელმისაწვდომია თავისუფალი დაშვებისათვის.

openedition. org - მონაცემთა ელექტრონული ბაზა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქ იპოვით როგორც ელექტრონულ წიგნებს, ასევე სამეცნიერო ჟურნალებსა და ღონისძიებების კატალოგს, რომელიც სისტემატიურად ახლდება და გვაძლევს ინფორმაციას სხვადსხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ,,eIFL” („ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკარებისათვის“) გთავაზობთ პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობას ღია წვდომის ელექტრონულ რესურსებში.

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ბნსუ-ს ბიბლიოთეკას.

გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო სემესტრს!