სიახლეები უკან

სისხლის დონაციის აქცია

7 ივნისი 2023
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ”აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“ - აქცია ამ სახელწოდებით სისხლის ცენტრის მიერ დაიგეგმა. ბნსუ სისხლის დონაციის აქციებში პერმანენტულად ერთვება. სისხლის მიწოდება შესაძლოა დასჭირდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჩვილ ბავშვებს, ონკოპაციენტებს, მოხუცებსა და ავარიაში დაშავებულ ახალგაზრდებს, ასევე გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების მქონე ადამიანებს. რეგულარული დონაცია ორგანიზმს აჯანსაღებს.