სისხლის დონაციის აქცია
25 მარტი 2026
2026 წლის 24 მარტს, ბნუ-ს სტუდენტები და თანამშრომლები სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთნენ.
სისხლი შეიძლება აუცილებელი გახდეს ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის ჩვილებისთვის ან გადაუდებელი ოპერაციების საჭიროების მქონე პირებისთვის. ამიტომაც, ბნუ აქტიურად ერთვება მსგავსი ინიციატივების განხორციელებაში. ამჯერად შეგროვებული სისხლი მახინჯაურის ჰოსპიტალს გადაეცა.
