სსაზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია 27.10.2021

2021 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებმა: თამაზ სვანიშვილმა და ჯონდი ჯოჯუამ მონაწილეობა მიიღეს საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.
სტუდენტებმა გააკეთეს მოხსენება თემაზე: „Autonomous Ships – Future of The Maritime Shipping“.
თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა იყო.
სტუდენტური კონფერენცია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის 2021 (AGA21) ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტებმა.
იხილეთ სტუდენტური კონფერენციის კრებული: shorturl.at/nqsxT

