სიახლეები უკან

სტამბოლის და ვროცლავის უნივერსიტეტების ვიზიტი ბნსუ-ში

31 მაისი 2025

2025 წლის 26-30 მაისს, ბნსუ-ს სტუმრობდნენ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტი ERASMUS+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ბნსუ-ს მენეჯმენტთან, სადაც მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და დასახეს კონკრეტული გეგმები აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ამგვარი ვიზიტები იძლევა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და პერსონალისთვის და სტუდენტებისათვის მობილობის შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას. ეს ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციის ამაღლებას და ხარისხიანი განათლების მიწოდებას.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებთან ბნსუ წარმატებით თანამშრომლობს და მათთან ხორციელდება ERASMUS+ International Credit Mobility პროგრამა, რომელიც იძლევა პერსონალისა და სტუდენტების მობილობის შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს ორმხრივი აკადემიური გაცვლისა და თანამშრომლობის განვითარებას.