სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ERASMUS+ ოფისის ფიანსური მრჩეველის ვიზიტი ბნსუ-ში
2022 წლის 21 – 25 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში ტრეინინგის მიზნით სტუმრობადა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ERASMUS+ ოფისის ფიანსური მრჩეველი ექრემ გერდე სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში მან სამუშაო შეხვედრები გამართა ბნსუ-ს კანცლერთან ლალი ხვედელიძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან გიორგი გაბედავასთან. ასევე, ის შეხვდა ბნსუ-ს ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს.
ვიზიტის ფარგლებში ის გაეცნო ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მუშაობას და გამოცდილება გაუზიარა კოლეგას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, ბნსუ-ს მიერ დაიგეგმა კულტურული ღონისძიებები, რომლის ფარლებშიც სტუმარი იმყოფებოდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, გონიოს ციხეში და დაათვალიერა ქალაქი.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ახორციელებს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლის პროგრამებს.
