სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ბნსუ-ში
6 მაისი 2025
2025 წლის 5-9 მაისს, ბნსუ-ს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ.
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ საუნივერსიტეტო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს და ახალი სამეცნიერო პროექტების შესაძლებლობებს. გარდა ამისა, დაგეგმილია სალექციო მოხსენებები და სასწავლო პროგრამების განხილვა.
ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი დაწესებულებაა, რომელთანაც სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის პროგრამები მიმდინარეობს.
