სიახლეები უკან

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი ბნუ-ში

31 ივლისი 2026

2026 წლის 27–31 ივლისს, ბნუ-მ ERASMUS+ Staff Training Mobility Programme-ის ფარგლებში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს, გორგიულუ იშიქ ქუბრას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა შეაჯამეს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები და იმსჯელეს საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე. შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული მობილობების გაფართოებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.

ბნუ-სა და სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის წარმატებული პარტნიორობა უკვე მრავალი წელია გრძელდება.