სტრატეგიული განვითარების გეგმის III კვარტლის შესრულების მონიტორინგის შეხვედრა
6 ოქტომბერი 2025
2025 წლის 6 ოქტომბერს, ბნუ-ში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებისა და პერსონალისთვის, რომელიც მიეძღვნა სტრატეგიული განვითარების გეგმის III კვარტლის შესრულების მონიტორინგის საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სტრატეგიული გეგმის განხორციელების მიმდინარე ეტაპები და მიღწეული შედეგები. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისა და შესაბამისი პერსონალის მონაწილეობამ უზრუნველყო მრავალმხრივი უკუკავშირი. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი ხედვები და წინადადებები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტრატეგიული პროცესების გამჭვირვალობის გაძლიერებას.
