სტუდენტების ვიზიტი თურქულ გემზე
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს "მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის"სტუდენტები გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქულ გემზე. ახალგაზრდებმა სამხედრო ხომალდი დაათვალიერეს და გაეცნენ აღჭურვილობას.
,,TCG SANCAKTAR“ ბათუმის ნავსადგურში 8 სექტემერს შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 12 სექტემბერს დატოვებს. გაიმართება წვრთნები სანავიგაციო, ტაქტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში.
გემს ვიზიტები დაგეგმილი აქვს შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებშიც.
მცურავი საშუალება ბათუმის პორტში თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საზღვაო სწავლების ფარგლებში შემოვიდა, მასზე აკადემიის 262 სტუდენტი იმყოფება.
ვიზიტის მიზანია ახალგაზრდებმა თეორიული ცოდნის გამოყენება შეძლონ პრაქტიკაში, აიმაღლონ გემისა და ნაოსნობის უნარჩვევები.
ვიზიტის ამსახველი ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
