სიახლეები უკან

სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა - საფრანგეთის „Kedge Business School”-ის წარმომადგენლებმა. 16.02.2021

16 თებერვალი 2021

151242719_4334728593204361_953799539232664729_o.png

? 2021 წლის 16 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის „KEDGE Business School”-ის წარმომადგენლებმა. ? შეხვედრას უძღვებოდა „KEDGE Business School”-ის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის უფროსი Damien Costello და ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო ვაჭრობა და ლოგისტიკა აკადემიური დირექტორი ELISABETH JOUANNAUX. ? შეხვედრის მიზანი იყო, ბნსუ-ს სტუდენტებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ. ? „KEDGE Business School”-სა და ბნსუ-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ბნსუ-ს სტუდენტებისთვის შეღვათიან პირობებს, „KEDGE Business School”-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში. ? შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია და კითხვა - პასუხის ფორმატი. ? შეხვედრა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.