სიახლეები უკან

სტუდენტებთან შეხვედრა ელექტრონული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული უკუკავშირის მიღების მიზნით

22 ოქტომბერი 2025

2025 წლის 22 ოქტომბერს, ბნუ-ში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, რომლის მიზანი იყო სტუდენტური ელექტრონული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და უკუკავშირის შეგროვება.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა დააფიქსირეს როგორც არსებული პრობლემები, ისე გაუმჯობესების წინადადებები. მიღებული უკუკავშირი გამოყენებულია მონიტორინგის ანგარიშების მომზადებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. აღნიშნული პრაქტიკა აძლიერებს სტუდენტთა ჩართულობას ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში.

შეხვედრამ ხელი შეუწყო სისტემის მომხმარებელზე ორიენტირებულ განვითარებას.