სიახლეები უკან

სტუდენტებთან შეხვედრა გამოკითხვების შედეგებისა და უკუკავშირის განხილვის მიზნით

20 ოქტომბერი 2025

2025 წლის 20 ოქტომბერს, ბნუ-ში გაიმართა შეხვედრა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან, სადაც განხილულ იქნა სტუდენტთა გამოკითხვების შედეგები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო როგორც სასწავლო, ისე კვლევითი პროცესის შეფასების მონაცემები. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები და დამატებითი წინადადებები. მიღებული უკუკავშირი გაანალიზდა და გამოყენებულია გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

შეხვედრამ გააძლიერა სტუდენტთა ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებში.