სტუდენტებთან შეხვედრა მოქმედი მეზღვაურების მიერ განხორციელებული კურსების შეფასების მიზნით
21 ნოემბერი 2025
2025 წლის 21 ნოემბერს, ბნუ-ში გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა, სადაც განხილული იქნა მოქმედი მეზღვაურების მიერ განხორციელებული სასწავლო კურსების ხარისხი და პრაქტიკული მნიშვნელობა.
სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები სწავლების პროცესთან დაკავშირებით. მიღებული უკუკავშირი გაანალიზდა და გამოყენებულ იქნა პროგრამების განმახორციელებელთა საქმიანობის შეფასების პროცესში. შეხვედრა უზრუნველყოფდა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ დიალოგს.
აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების განვითარებას.
