სიახლეები უკან

სტუდენტებთან შეხვედრა: პროგრამების, სასწავლო პროცესისა და ხარისხის უზრუნველყოფის შეფასებების განხილვა

21 აპრილი 2026

2026 წლის 21 აპრილს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული შეფასებების შედეგები. სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს სწავლების მაღალ სტანდარტს და უნივერსიტეტის განვითარებას.

მსგავსი ფორმატის დიალოგი მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართულობის გაზრდას და აკადემიური პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.