სიახლეები უკან

სტუდენტებთან შეხვედრა სწავლების ხარისხისა და კვლევითი საკითხების განხილვის მიზნით

5 მაისი 2025

2025 წლის 5 მაისს, ბნსუ-ში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან აკადემიურ საკითხებზე, მათ შორის სწავლების ხარისხის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და კვლევასთან დაკავშირებულ თემებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაგისტრანტებთან შეხვედრას, სადაც განხილული იყო კვლევის პროცესის ორგანიზება და განხორციელების გამოწვევები. შეხვედრები უზრუნველყოფდა სტუდენტების უკუკავშირის უშუალო მიწოდებას აკადემიური პერსონალისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის. მიღებული მოსაზრებები გაანალიზდა და აისახა შემდგომ გადაწყვეტილებებში.

აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს აკადემიური გარემოს გაუმჯობესებას.