სტუდენტებთან შეხვედრა სწავლების ხარისხისა და კვლევითი საკითხების განხილვის მიზნით
18 ნოემბერი 2025
2025 წლის 18 ნოემბერს, ბნუ-ში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან აკადემიურ საკითხებზე, მათ შორის სწავლების ხარისხის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და კვლევასთან დაკავშირებულ თემებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაგისტრანტებთან შეხვედრას, სადაც განხილული იყო კვლევის პროცესის ორგანიზება და განხორციელების გამოწვევები. შეხვედრები უზრუნველყოფდა სტუდენტების უკუკავშირის უშუალო მიწოდებას აკადემიური პერსონალისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის. მიღებული მოსაზრებები გაანალიზდა და აისახა შემდგომ გადაწყვეტილებებში.
აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს აკადემიური გარემოს გაუმჯობესებას.
