სიახლეები უკან

სტუდენტის ERASMUS+ ICM ვროცლავში

15 მარტი 2024
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანამანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა“ სტუდენტი - როლანდ ფირცხალაიშვილი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ვროცლავის ტრანსპორტის და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში (პოლონეთი) ისწავლის. სტუდენტის საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სრულიად დაფინანსებულია აღნიშნული პროგრამის მიერ. ვროცლავის ტრანსპორტის და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.