სტუდენტთა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა 17.05.2021

2021 წლის 17 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტთა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაში სულ 95 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან 71 ბაკალავრიატის საფეხურის და 24 მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი იყო.
კონფერენციის სამუშაო მიმართულებები იყო:
- საზღვაომეცნიერებები;
- ლოგისტიკა;
- ჰუმანიტარული, სოციალურიდასაბუნებისმეტყველომეცნიერებები;
- ბიზნესისადმინისტრირება.
კონფერენციაზე იმუშავა ქართულ და ინგლისურენოვანმა სესიებმა, რომლებსაც მოდერაცია ბნსუ-ს აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებმაც გაუწიეს.
95 მონაწილიდან 55 სტუდენტი წარმოადგენდა საქართველოს 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და 40 სტუდენტი 12 უცხოეთის უნივერსიტეტს.
კონფერენციაში მონაწილე უცხოელი სტუდენტები წარმოადგენდენ შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 9 ქვეყნიდან:
- ნიკოლა ვაპცაროვის სამხედრო აკადემი (Nikola Vaptsarov Naval Academy) - ბულგარეთი;
- ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტი (University of National and World Economy) - ბულგარეთი;
- კონსტანტას საზღვაო უნივერსიტეტი (Constanta Maritime University) - რუმინეთი;
- ადმირალი უშაკოვის საზღვაო სახელმწიფო უნივერსიტეტი (Admiral Ushakov Maritime State University) - რუსეთი;
- ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი (The International University of Logistics and Transport in Wrocław) - პოლონეთი;
- შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი (Maritime University of Szczecin) - პოლონეთი
- პანტეიონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Panteion University of Social and Political Sciences) - საბერძნეთი;
- ლიეტუვას საზღვაო აკადემია (Lithuanian Maritime Academy) - ლიეტუვა;
- მონტენეგროს უნივერსიტეტი (University of Montenegro) - მონტენეგრო;
- კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტი (Korea Maritime & Ocean University) - სამხრეთ კორეის რესპუბლიკა;
- შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი (Shanghai Maritime University) - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა;
- ნინგბოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Ningbo University of Technology) - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა;
უცხოელ სტუდენტებთან ერთად ქართველი სტუდენტები წარმოადგენდნენ საქართველოს 14 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას:
- ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი - საქართველო;
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემი - საქართველო;
- ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი - საქართველო;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - საქართველო;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ - საქართველო;
- კავკასიის უნივერსიტეტი - საქართველო;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო;
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი - საქართველო;
- აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო;
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო;
კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ: საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAMU); შავი ზღვის საზღვაო ინსტიტუტების ასოციაცია (BSAMI); პირი რეისის უნივერსიტეტი (თურქეთი); მონტენეგროს უნივერსიტეტი (მონტენეგრო); დუბროვნიკის უნივერსიტეტი (ხორვატია); კლაიპედას უნივერსიტეტი (ლიეტუვა); KEDGE ბიზნესის სკოლა (საფრანგეთი); ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტი (პოლონეთი); შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი (პოლონეთი);
კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო ბორდში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავა 11-მა უცხოელმა წევრმა ბნსუ-ს საერთაშორისო პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და ასოციაციებიდან.
კონფერენცია ბნსუ-ს კანცლერმა ლალი ხვედელიძემ გახსნა. მან სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე სტუდენტების სამეცნიერო და კვლევითი უნარების განვითარებისთბის. კანცლერმა, ასევე მადლობა გადაუხადა კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო ბორდის წევრებს გაწეული შრომისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მომავალ წელს ბნსუ შეძლებს მორიგ კონფერენციას უმასპინძლოს უნივერსიტეტში.
კონფერენციის მონაწილეებს და სტუმრებს მიესალმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი. მან მადლობა გადაუხადა ბნსუ-ს კონფერენციის ორგანიზებისათვის და წარმატება უსურვა მონაწილეებს, ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც საზღვაო სფეროს ტექნიკური მარეგულირებელი ორგანო აკეთებს საზღვაო განათლების ხარისხის უზრველსაყოფად.
ასევე, კონფერენციის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიმართა კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო ბორდის უცხოელმა წევრებმა.
ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა.
კონფერენცია ონლაინ რეჟიმში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.
კონფერენციას ორგანიზება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა გაუწია.

