სიახლეები უკან

სტუდენტთა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

23 ივნისი 2025

2025 წლის 23 ივნისს, ბნუ-ს ორგანიზებით სტუდენტთა რიგით IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში თორმეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხმოცამდე სტუდენტი მონაწილეობდა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის, შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მახინჯაურის საზღვაო სკოლის პროფესიული სტუდენტები.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის წახალისებას.

აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი