სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია
11 ოქტომბერი 2019

მიმდინარე წლის 10-11 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა: დიმიტრი კუზნეცოვმა და თემურ ბაკურიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში „ ჩემი პროფესია 2040 წელს - უმაღლესი განათლების გამოწვევები“.
კონფერენცია ნიკოლა ვაპტცაროვის სამხედრო აკადემიის ორგანიზებით ქალაქ ვარნაში, ბულგარეთი გაიმართა.
სტუდენტებმა მოხსენება გააკეთეს თემაზე: „THE BENEFITS OF A TWO-STAGE TURBOCHARGER”.

