სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. საზღვაო ფლოტის განვითარება და ნაოსნობა საქართველოში, სატრანსპორტო ლოგისტიკის როლი გლობალურ ეკონომიკაში, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება- თემებზე სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა პარმენ ხვედელიძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბნუს-ს რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.
კონფერენციაზე 4 სექცია იყო წარდგენილი: საზღვაოსნო მეცნიერებები, ლოგისტიკა, ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ასევე ბიზნესის ადმინისტრირება. ღონისძიებაში 40-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. დასასრულს კი მათ სერთიფიკატები გადაეცათ.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ
საერთაშორისო კონფერენცია ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

