სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. 27.04.2020

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2020 წლის 27 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ატარებს სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენციას. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება
ონლაინ-რეჟიმში. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია:
- საზღვაო მეცნიერებები;
- ლოგისტიკა;
- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ბიზნესის ადმინისტრირება.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 10 მაისამდეა შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
27 აპრილი - 10 მაისი, 2020 კონფერენციაზე დარეგისტრირება; 15 მაისი, 2020 აბსტრაქტის გადმოგზავნა ბოლოვადა; 18 მაისი, 2020 აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ; 22 მაისი, 2020 სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლოვადა; 27 მაისი, 2020 კონფერენციის გახსნა;კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.
მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გამოიყენეთ ბმული: http://tiny.cc/5hlunz
სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში
