სიახლეები უკან

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო ვორქშოფში 22.05.021

22 მაისი 2021

188620890_549027633148861_8765543659180760161_n.png

მიმდინარე წლის 2021 წლის 22 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა სვანიძემ მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს პარტნიორი კოსტანცას საზღვაო უნივერსიტეტის (რუმინეთი) მიერ ორგანიზებულ „სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო ვორქშოფში“ (International Scientific Students' Workshop).

ანა სვანიძემ აღნიშნული სამეცნიერო ვორქშოფისთვის მოამზადა ნაშრომი „ Nonverbal Parameters of Communication in Intercultural Communication“ და ვორქშოფის მსვლელობისას გააკეთა მოხსენება. ნაშრომმა დიდი ინტერესი გამოიწვია კონფერენციის მონაწილეებში, მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის ფორმატი.

ანას სამეცნიერო ხელმძღვანელი ბნსუ-ს ასისტენტ პროფესორი თამარ დიასამიძე იყო.

ვორქშოფის დასრულების შემდეგ, ვორქშოფის საორგანიზაციო კომიტეტიმა ბნსუ-ს სტუდენტის მიერ წარდგენილი ნაშრომი მოიწონა და მას საპრიზო ადგილი მიანიაჭა, შესაბამისად ანას ნაშრომი დასახელდა ფუნდამენტალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სესიის სამ საუკეთესო ნაშრომს შორის.