სიახლეები უკან

სტუდენტთა საყურადღებოდ! 03.02.2021

3 თებერვალი 2021
  145973216_4297395986937622_8085705418706572144_o.jpg   გაცნობებთ, რომ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბნსუ-ს პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება „Kedge Business School“-ის წარმომადგენელი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრის მიზანია, ბნსუ-ს სტუდენტებს მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბნსუ-ს სტუდენტებისათვის განსაზღვრული ბენეფიტების შესახებ. კერძოდ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მაგისტრატურის საფეხურზე გააგრძელონ სწავლა „Kedge Business School“-ის სამაგისტრო პროგრამაზე „ International Trade and Logistics“. თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია შეღავათი სწავლის საფასურთან მიმართებით. „Kedge Business School“ საფრანგეთში მდებარეობს და წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ევროპაში. შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: https://cutt.ly/hkddBjv შეხვედრის ბმული დაგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტაზე. დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგ ელ-ფოსტაზე: interntional@bntu.edu.ge