სიახლეები უკან

სტუდენტთა საყურადღებოდ! 22.10.2021

22 ოქტომბერი 2021

247450349_388662846142794_7125050748099736655_n.png

ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბნსუ-ს სტუდენტებისთვის სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი (Istanbul Technical University), ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2021/2022  წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ ICM-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცხადებული მობილობის დეტალები:

  • აკადემიური საფეხური - ბაკალავრიატი;
  • მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი;
  • პროგრამის დასახელება: საზღვაო ნავიგაცია; გემის მექანიკა;
  • სწავლების ენა - ინგლისური;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  •  შევსებული სააპლიკაციო ფორმა (გადადით ბმულზე:https://cutt.ly/QmyJHAi);
  •  CV მოცემულ ფორმატში: EUROPASS CV (გადადით ბმულზე: https://cutt.ly/1myGmS6);
  •  ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და არააქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მოეთხოვება ჩააბაროს ბნსუ-ს ინგლისური ენის შიდა ინსტიტუციონალური გამოცდა;
  •  ნიშნების ფურცელი;
  •  1 სამოტივაციო წერილი;
  •  1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი);

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2021 წლის18 ნოემბრის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@bntu.edu.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  •  პირველი კურსის სტუდენტებს; მე-4 კურსის მე-2 სემესტრის სტუდენტებს;
  •  მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus+ ICM გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
  • არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
  •  არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  •   წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილიან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  •   წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად;
  • შერჩევის პროცედურა:
  •   წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდებას ტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  •  შერჩეული კანდიდატების მიერ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 დეკემბრამდე 2021;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  •  სტუდენტების საბოლო შერჩევა სტამბოლის ტქენიკური უნივერსიტეტის მიერ;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს შემდეგელ-ფოსტაზე: erasmusplus@bntu.edu.ge