სტუდენტთა საყურადღებოდ!

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას ,, ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ავტორიზებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლეში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A) ფრიადი ( 91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად და სწავლობენ ნებისმიერ საგანმანათლებლო მიმართულებაზე.
ქვეპროგრამის თაობაზე, დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე– http://www.batumi.ge/ge/
