სტუდენტთა საყურადღებოდ ! 07.04.2021
7 აპრილი 2021


აისეკი მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა. იგი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, რომ წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი საზოგადოების განივთარებაში მათი პირადი წვლილის შეტანის მიზნით.

2021 წლის 11 აპრილს აისეკი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრაზე განხილული იქნება აისეკის გაცვლითი პროგრამები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც ორგანიზაცია ახალგაზრდებს სთავაზობს.

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom-პლატფორმის მეშვეობით. დასწრების ლინკი, დაინტერესებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ იმეილზე.

თუ ხარ დაინტერესებული მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამებით და გსურს მეტი გაიგო ჩვენს შესახებ, მაშინ გელით შეხვედრაზე.
შეხვედრის თარიღი : 11 აპრილი
შეხვედრის დრო : 15:00 საათი
სარგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/FJDoq2kT5X1H5QQR9