სტუდენტთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
17 მაისი 2022
2022 წლის 17 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა სტუდენტთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციის სამუშაო მიმართულებები იყო: საზღვაო მეცნიერებები; ლოგისტიკა; ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბიზნესის ადმინისტრირება;
კონფერენციაში მონაწილეობა პროფესიული, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო საფეხურის 89 სტუდენტმა მიიღო. სტუდენტები წარმოადგენდნენ როგორც ადილობრივ, ასევე უცხოეთის საგანამანათლებლო დაწესებულებებს.
კონფერენციის უცხოელი მონაწილეები წარმოადგენდნენ შემდეგ უნივერსიტეტებს: შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი; ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი; გდნიას საზღვაო უნივერსიტეტი; დუბროვნიკისუნივერსიტეტი; რეიკას უნივერსიტეტი; ნიკოლა ვაპცაროვის სამხედრო აკადემია; კლაიპედასუნივერსიტეტი; ლიეტუვას საზღვაო აკადემია; მონტენეგროსუნივერსიტეტი; ეროვნული უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემია“; საზღვაო ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი; სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი; პირი რეისის უნივერსიტეტი; გლასგოს სითი კოლეჯი; KEDGE Business School; კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტი; შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი;სტელინბოშის უნივერსიტეტი;
ხოლო, კონფერენციის ქართველი მონაწილეები წარმოადგენდნენ შემდეგ უნივერსიტეტებს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ბიზნეს აკადემია; მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი;
კონფერენციისთვის იმუშავა სამეცნიერო ბორდმა, რომელიც ქართველი და უცხოელი წევრებით იყო დაკომპლექტებული. ასევე, ბორდის წევრებს შორის იყვნენ საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციისა (IAMU) და შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (BSAMI) წარმომადგენლები.
კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსმა ნინო გორგოშაძემ. მან ხაზი გაუსვა მსგავსი სამეცნიერო აქტივობების მნიშვნელობას სტუდენტებში. მისი თქმით ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში პარარელურად ორი სექცია (ქართული, ინგლისური) მუშაობდა.
