სიახლეები უკან

სტუდენტთა_საყურადღებოდ!

16 იანვარი 2015

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები. 

1. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა ელექტრონულ პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ - 2015 წლის 13 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით. 

2. მობილობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ - 2015 წლის 23 იანვრიდან 5 თებერვლის 18:30 სთ-მდე. 

3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა განისაზღვრება - 2015 წლის 9 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით. 

იხილეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 12 იანვრის N10 ბრძანება მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ.