სიახლეები უკან

სტუდენტური დღეები 2012

14 ივნისი 2012

2012 წლის 13 ივნისს, ქობულეთში, აჭარის მთავრობასთან არსებული ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით, ჩატარდა სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერისტეტის სტუდენტები წარსდგნენ ღონისძიებაზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის სტუდენტებთან ერთად. ბნსუ-მ გამარჯვება მოიპოვა 2 ნომინაციაში: მის სტუდენტობა 2012 და საუკეთესო საფეხბურთო გუნდი. მის სტუდენტობა 2012 გახდა ბნსუ წარმომადგენელი სალომე შარაშიძე, რომელსაც გადაეცა შესაბამისი პრიზი. აგრეთვე, დაჯილდოვდა ბნსუ ფეხბურთის გუნდი, რომელმაც წელს მესამედ მოიპოვა აჭარის სტუდენტურ გუნდებს შორის ჩემპიონის წოდება. გუნდს გადაეცა თასი და სამახსოვრო საჩუქარი. 

ვულოცავთ ბნსუ-სა და ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებას სტუდენტურ დღეებზე მიღწეულ წარმატებებს!