სტუდენტური დღეები
10 მაისი 2017

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სპორტულ თამაშებში 8 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით. ვუსურვებთ წარმატებებს სტუდენტური დღეების მონაწილეებს.
სტუდენტური დღეების ფარგლებში 8 მაისს ჩატარებულ მინი-ფეხბურთში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა მე-3 საპრიზო ადგილი.
