სიახლეები უკან

სტუდენტური გამოკითხვების შედეგების გაცნობა

12 მარტი 2026

2026 წლის 12 მარტს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო 2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩატარებული სტუდენტური გამოკითხვების შედეგების გაცნობა და სტუდენტების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს დეტალურად წარუდგინეს ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები, მათ შორის, სტუდენტების შეფასებები სასწავლო კურსების, სწავლების მეთოდების, ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული მომსახურების შესახებ. აღინიშნა, რომ მსგავსი გამოკითხვები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნივერსიტეტისთვის, რათა გაითვალისწინოს სტუდენტების მოსაზრებები და მუდმივად გააუმჯობესოს სასწავლო გარემო.

დისკუსიის ფორმატში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და გამოეთქვათ რეკომენდაციები.