სტუდენტური გაცვლითი პროგრამა სტამბოლში
25 თებერვალი 2026
ბნუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ სტუდენტები - ნიკა საფარიძე და ლუკა თოდრია 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე ისწავლიან.
სტუდენტების საერთაშორისო მობილობა ხორციელდება და ფინანსდება ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, სადაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება.
