სიახლეები უკან

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2026: კანდიდატთა რეგისტრაცია

16 მარტი 2026

2026 წლის 6 აპრილს, ბნუ-ში სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა 18 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.

რეგისტრაციისთვის კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა შესაბამისი ფაკულტეტიდან და პროფესიული განათლების დეპარტამენტიდან საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო წლისა და სემესტრის მითითებით;
  • განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე).

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება - 2026 წლის 07 აპრილი;
  • არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჩივრება - 2026 წლის 08 აპრილი (საპრეტენზიო განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, საარჩევნო კომისიაში, N326A კაბინეტი);
  • არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება -  2026 წლის 14 აპრილი;

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის  მიმართეთ:

ბნუ-ს სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის საარჩევნო კომისიას; სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს - გიორგი ღოღობერიძეს - III სართული, ოთახი N326A, 11:00-17:00 სთ.