სიახლეები უკან

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ბნსუ-ში

26 ოქტომბერი 2016

e18390e183a0e183a9e18394e18395e1839ce18394e18391e18398.jpg

2016 წლის 26 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა ბნსუ-ს ახალი თვითთმმართველობა 19 წევრის შემადგენლობით (13 წევრი - საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტიდან, 6 წევრი - ლოგისტიკის ფაკულტეტიდან).  დღესვე ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომრის არჩევნები. ბნსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი ლევან ვარადაშვილი.

წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ ბნსუ-ს ახლადარჩეული თვითმთვითმმართველობის წევრებსა და თავმჯდომარეს!